ქვემოთ ჩამოთვლილია მედიკანა ათაშეჰირის საავადმყოფოში არსებული ყველა სამედიცინო ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სერვისი.
Linac
ხაზოვანი ამაჩქარებელი (Linac), გამოიყენება კიბოს მკურნალობაში და ფლობს მაღალი ენერგიის რადიაციის გამომუშავების ფუნქციას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რადიოთერაპიულ მკურნალობაში და გულისხმობს კიბოს უჯრედების განადგურებას ან მათი გამრავლების შეჩერებას. ამ მეთოდით რადიოთერაპიის დროს რადიაცია მოქმედებს სამიზნე უჯრედებზე და მინიმალურად აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. Linac-ი, დოზის კონტროლის შესაძლებლობისა და ეფექტურობის წყალობით კიბოს სხვადასხვა სახეობის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება.
MR-Linac
MR Linac, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისა(MRT) და ხაზოვანი ამაჩქარებლის ტექნოლოგიის (Linac) შერწმით მიღებული გამოსახულებითი და რადიოთერაპიული მოწყობილობაა. იგი მკურნალობის პროცესში საშუალებას იძლევა რეალურ დროში მივიღოთ გამოსახულება, რითაც კიბოს მკურნალობის სიზუსტის გაზრდას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ხდება სიმსივნური და მისი მოსაზღვრე ქსოვილების რეალურ დროში დათვალიერება, მკურნალობის გეგმის შემუშავება, ანატომიურ ცვლილებებთან ადაპტირება, რის წყალობითაც მინიმალურად აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.
PET-CT
Პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია - კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია. PET და CT გაერთიანებული გამოსახულებები ერთდროულად იძლევა ანატომიური და ფუნქციური მახასიათებლების შეფასების საშუალებას. ძირითადად კიბოს დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში გამოიყენება. PET-CT-ის საშუალებით შესაძლებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხის და დაავადების გავრცელების ხარისხის განსაზღვრა.
და ვინჩი
და ვინჩის რობოტული მოწყობილობა ქირურგიული პროცედურების ჩასატარებლად გამოყენებული რობოტული სისტემაა, რომელიც ქირურგს ოპერაციის დროს მაქსიმალური კონტროლისა და საოპერაციო არის ვიზუალურად გადიდების შესაძლებლობას აძლევს. რობოტული ტექნოლოგია ძირითადად ონკოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, და გულსისხძარღვთა ქირურგიის დარგებში გამოიყენება და ქირურგიული ოპერაციის ზუსტი, ეფექტური და მინიმალური ინვაზიის გზით განხორციელების საშუალებას იძლევა.
1.5 ტესლა მრტ
1.5 ტესლა მრტ გამოკვლევის დროს რადიოტალღების გამოყენებით ხდება შინაგანი ორგანოების დეტალური გამოსახულების მიღება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულ-მკერდის, მუცლის, თავის ტვინის, ფილტვების, მუხლის, გულის, მენჯის და სხვა ორგანოების დაავადებების აღმოჩენა.
ექსიმერ ლაზერი
რქოვანას ფორმის კორექტირებით მიოპიის, ჰიპერმეტროპიის და ასტიგმატიზმის მსგავსი თვალის დაავადებების სამკურნალო ლაზერული აპარატია. მისი საშუალებით შესაძლებელია თვალის დაავადებების ხანმოკლე დროში მკურნალობა და იგი პაციენტს ათავისუფლებს სათვალისა და კონტაქტური ლინზების ტარების საჭიროებისგან.
Femto ლაზერული ტექნოლოგია
ეს მეთოდი გამოიყენება კატარაქტას მკურნალობისთვის, რომელიც ბროლის შემღვრევის შედეგად ვითარდება და იწვევს მხედველობის დაქვეითებას. განაკვეთი რქოვანაზე ქირურგიული დანის გარეშე, ლაზერის სხივით ხორციელდება და ნაკლებად აზიანებს მოსაზღვრე ქსოვილებს. Femto ლაზერული ტექნოლოგია ასევე გამოიყენება ასტიგმატიზმის კორექციისთვის.
3D ტომოსინთეზი ციფრული მამოგრაფია
3D ტომოსინთეზი ციფრული მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის ქსოვილის 3D გამოსახულებას იძლევა. ამ მეთოდით შესაძლებელია სხვადასხვა პროექციით სარძევე ჯირკვლის ქსოვილის 1მმ-იანი შრეების მრავალრიცხოვანი გამოსახულების მიღება. იგი ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.
DSA ციფრული ანგიოგრაფია
DSA (ციფრული ანგიოგრაფია) სისხლძარღვების დეტალური ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება. მიღებული გამოსახულების საშუალებით ხდება სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა. გამოკვლევის ეს მეთოდი ეფექტურია ორგანიზმის სხვადასხვა უბანში მდებარე სისხლძარღვების შევიწროების, მალფორმაციის, ფისტულის მსგავსი დაავადებების დასადგენად.
HOLEP
HOLEP ლაზერული მოწყობილობაა. მისი საშუალებით პროსტატის ოპერაცია საშარდე არხიდან შესვლით დახურული მეთოდით, ძირითადად სპინალური ანესთეზიით ხორციელდება. HOLEP-ის მეთოდი გამოიყენება როგორც პროსტატის დაავადებების, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.
ულტრასონოგრაფია
ულტრასონოგრაფიის დროს (US) გამოსახულების მიღება ხმოვანი ტალღების საშუალებით ხდება. ბევრი დაავადების დიაგნოსტიკა სწორედ ულტრასონოგრაფიული მოწყობილობის დახმარებით ხორციელდება. არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არ იწვევს ტკივილებს, არ შეიცავს რადიაციის რისკს, რაც პაციენტს ათავისუფლებს მავნე რადიაციული გამოსხივებისგან.
კომპიუტერული ტომოგრაფია(KT)
კომპიუტერული ტომოგრაფია(KT) გამოსახულებითი კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც სპეციალური რენტგენის სხივის მეშვეობით შინაგანი ორგანოების დეტალური გამოსახულების მიღება ხდება. მიღებული გამოსახულებების გაერთიანებით შესაძლებელია სისხლძარღვების, ძვლებისა და რბილი ქსოვილების შრეობრივი დათვალიერება.
მამოგრაფია
მამოგრაფია გამოკვლევის მეთოდია, რომელიც დაბალი დოზის სხივების საშუალებით სარძევე ჯირკვლის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება. განსაკუთრებით ხშირად ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ.
რენტგენი
რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს რენტგენის სხივების საშუალებით ხდება შინაგანი ორგანოების, ძვლებისა და რბილი ქსოვილების დათვალიერება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში.
EUS (ენდოულტრასონოგრაფია)
EUS არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ენდოსკოპიაში გამოყენებული სპეციალიზებული მოწყობილობებით, შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი ვიზუალიზაცია ხდება. ეს მეთოდი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების(კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, პანკრეასის) სიმსივნეების სტადიის დადგენასთნ ერთად დაზიანებული ქსოვილების გამოსაკვლევად გამოიყენება.
EBUS (ენდობრონქიალური ულტრასონოგრაფია)
ბრონქოსკოპია, ბრონქოსკოპის საშუალებით სასუნთქი გზების დათვალიერების პროცედურაა. EBUS-ი კი ბრონქოსკოპიის დროს როგორც სასუნთქი გზების კედლების, ასევე ფილტვების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდი ფილტვის კიბოს, ბრონქებიდან სისხლდენის, ფილტვების ფიბროზის, ლიმფომის და ტუბერკულოზის მსგავსი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.